საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაცია
ჩვენს შესახებ

საქართველოს საბანკო ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც აერთიანებს საქართელოში მოქმედ საბანკო და საფინანსო-საკრედიტო საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს საბანკო სფეროსთან და გამოხატავს საქართველოს საბანკო საზოგადოების ინტერესებს.
საქართველოს საბანკო ასოციაცია დაფუძნებულია 2018 წლის 20 აგვისტოს და დღეისათვის აერთიანებს 14 საბანკო დაწესებულებას. ასოციაცია თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ასოციაციებთან და კავშირებთან.  


საქართველოს საბანკო ასოციაციის მიზნები და ამოცანები :

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების უფლებებისა და ინტერესების დაცვა სახელმწიფო ორგანოებთან, საჯარო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და სხვა ნებისმიერ პირთან.
საბანკო სამიანობის გრძელვადიანი განვითარებისა და ქართული საბანკო სისტემის საერთაშორისო საბანკო ურთიერთობებში ინტეგრირების ხელშეკრწყობა; საბანკო გამოცდილების შესწავლა, ბანკებისთვის დახმარების გაწევა და ხელის შეწყობა, მათი რესურსების გაერთიანების კოორდინაცია მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელების მიზნით.
საქართველოს კომერციული ბანკების თანამშრომლობის განვითარება არარეზიდენტ საბანკო საფინანსო ცენტრებთან.
საზოგადოების ინფორმირება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების საქიანობის შესახებ და დადებითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასაბანკო სისტემასთან დაკავშირებით.
თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და სხვა ქვეყნების საბანკო ასოციაციებთან.
საბანკო ასოციაციის დაფუძნებით საბანკო სექტორის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, უფრო დინამიური გამხდარიყო საბანკო სექტორის დიალოგი საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ქვეყნის მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. გაერთიანებული ძალისხმევით მოხდეს საკანონმდებლო, ნორმატიული, საცნობარო, სარეკომენდაციო და სამოქმედო გეგმების შეთანხმება, კონსულტაციების გააქტიურება და საბანკო სექტორის ინტერესების წარმოჩენება და აქტიური დაცვა, საბანკო სექტორის როლის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის, დასაქმების, გადამზადების, სწავლების და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით წარმართული საქმიანობების ხაზგასმის გზით.
დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით საბანკო ასოციაცია გეგმავს საბანკო საგანმანათლებლო და ერთიანი საბანკო სტანდარტიზაციის მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმას. დგამს ქმედით ნაბიჯებს სახელმწიფო ორგანიზაციების მრჩეველის და კონსულტანტი ორგანიზაციის იმიჯის დამკვიდრების და განმტკიცების მიმართულებით. ასოციაცია დაკავებულია საკრედიტო დაწესებულებების ლობირებით მესამე პირებთან მიმართებაში. მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნის პროცესში მყოფი ლობისტთა ერთიან რეესტრში გასაწევრიანებლად.
ასოციაცია ეწევა ფართო კანონშემოქმედებით საქმიანობას დამუშავებაში მყოფი კანონების და კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების და შესწორებების შეტანის, მათი დახვეწის კუთხით წევრი ბანკების რესურსების მობილიზაციის გზით. ასევე იღწვის უკვე დამტკიცებულ ნორმატიულ დოკუმენტებში შესწორებების და დამატებების შეტანის მიმართულებით და დასამტკიცებლად წარსადგენად საქართველოს პარლამენტში, მთავრობაში, საქართველოს ეროვნულ ბანკში და ხელისუფლების და მმართველობის სხვა ორგანოებში. ასოციაცია თავის წევრებს უწევს საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურებას, ორგანიზებას უწევს და მოანწილეობს კონფერენციებში, სემინარებში და სიმპოზიუმეში. ერთვება და ანხორციელებს რამოდენიმე პროექტს ქვეყნის საბანკო სისტემის განსავითარებლად და მხარდასაჭერად.

ასოციაცია გეგმავს https://www.ebf.eu/about-us/ ევროპის საბანკო ფედერაციაში გაწევრიანებას, რომელიც ევროპის 3 ათას წევრ ბანკამდე აერთიანებს. ასევე იგეგმება http://www.ibfed.org.uk/ საერთაშორისო საბანკო ფედერაციის ასოცირებულ წევრობა, რომლის წევრებიც არიან აშშ-ს, დასავლეთ ევროპის, ავსტრალიის, კანადის, იაპონიის, ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და სამხრეთ კორეის წამყვანი საბანკო დაწესებულებები.

2018 წლის ოქტომბერში ასოციაციის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ალექსანდრე ძნელაძე.  

 

ასოციაციაში გაწევრიანების წესი:


საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა საბანკო საქმიანობას, ფლობს შესაბამის ლიცენზიას და იზიარებს ასოციაციის ფასეულობებს და მიზნებს.


საქართველოს საბანკო ასოციაციაში გაწევრიანების საკითხზე უნდა მიმართოთ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს და წევრის მიღებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ასოციაციის საერთო კრებამ

 


გუნდი:

ალექსანდრე ძნელაძე - ასოციაციის პრეზიდენტი

ალექსანდრე ძნელაძეს 20 წლის საბანკო გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ასოციაციის პრეზიდენტად არჩევამდე ალექსანდრე 4 წლის განმავლობაში უძღვებოდა ს/ს „სილქროუდ ბანკს“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე (2015 – 03, 2019).
ამავე ბანკში სხვა და სხვა დროს მას ეკავა საკრედიტო და საინვესტიციო პროექტების მენეჯერის (2006-2007), კორპორატიული ბიზნეს დეპარტამენტის ხელმძღვანელის (2007-2010) და ბანკის კომერციული დირექტორის (2010-2015) პოზიცია. 
ალექსანდრე ადრეულ წლებში მუშაობდა ს/ს „საქართველოს ბანკში“ და ს/ს „ინტელექტბანკში“ მიკროსაკრედიტო მენეჯერის, კორპორატიული საკრედიტო მენეჯერის, საკრედიტო განყოფილების უფროსის და საკრედიტო და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ალექსანდრე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საბანკო და საფინანსო მიმართულებით და მაგისტრის დილომს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტიდან. გავლილი აქვს USAID-ის მიერ დაფინანსებული SME მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში საბანკო-საფინანსო აკადემიის ტრენერთა ტრენერის სასწავლო კურსი. 
თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დაოჯახებულია და ჰყავს ვაჟიშვილი.
საქართველოს საბანკო ასოციაცია მისი პრეზიდენტის სახით აქტიურად არის ჩართული ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების დამუშავებაში, შესწორებებში, შეჯერებაში და დამტკიცებაში.
შესაძლებელია დასახელდეს: 

საბანკო ასოციაციის ფარგლებში საბანკო სექტორის წარმომადგენელთა აქტიური მხარდაჭერის გარდა ორგანიზაცია ეფუძნება 2 მუდმივმოქმედ დირექტორს, რომლებიც აქტიურ მხარდაჭერას გაუწევენ ბ-ნ ალექსანდრეს ინვესტორთა საბჭოს წევრის მოვალეობის შესრულებისას.

გიორგი ბაგრატიონი - აღმასრულებელი დირექტორი


საბანკო ასოციაციაში მოღვაწეობს 2006 წლიდან. სხვა და სხვა დროს იყო პროექტების მენეჯერი (2006-2012), ასოციაციის გენერალური მდივანი (2012-2018), ხოლო 2018 წლის ოქტომბრიდან მისი აღმასრულებელი დირექტორია. 

გიორგი ასევე უძღვება დირექტორის რანგში საბანკო ასოციაციასთან არსებული შპს რეესტრი +-ს, რომელიც ბანკებს სთავაზობს ავტორიზებულ მომსახურებებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებაში. გიორგი წლების განმავლობაში იყო გაერთიანებული კლირინგ ცენტრის დირექტორის მრჩეველი. 

გიორგი ფლობს ბაკალავრის ხარისხს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ეკონომიკურ ინფორმატიკაში და მაგისტრის ხარისხს კომპიუტერულ ინჟინერინგში. სხვა და სხვა წლებში გავლილი აქვს მრავალი სასერთიფიკატო კურსი და პროგრამა. 

თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დაოჯახებულია, ჰყავს 2 ვაჟიშვილი. 

დავით რუსია - ანალიტიკური დირექტორი


საბანკო ასოციაციის გუნდს შეურთდა 2018 წლის დეკემბრის თვიდან. დავითი ფლობს 20 წლის გამოცდილებას საბანკო-საფინანსო სფეროში. მან თავისი მოღვაწეობა დაიწყო ს/ს „თბილკომბანკში“. ს/ს „საქართველოს ბანკში“ მსახურობდა გრძელვადიანი საკრედიტო რისკების ანალიტიკოსად და უძრავი ქონების დაფინანსების პროგრამის დანერგვის ჯგუფის უფროსად (1999-2000). 2000-2002 წლებში იყო IFC-ს ქვეკონტრაქტორი კომპანია Shorebank Advisory Services საკრედიტო მრჩეველი უძრავი ქონების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. 

სხვა და სხვა დროს იყოს ს/ს „რესპუბლიკა ბანკის“ საკრედიტო დირექტორის მოადგილე (2002-2005), ს/ს „ქართუ ბანკის“ SME დაკრედიტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2005-2006) და საკრედიტო დირექტორის მოადგილე (2006-2008), ს/ს „ხალიკ ბანკის“ კორპორატიული დაკრედიტების დეპარტამენტის (2008-2010) და საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2010-2014), ს/ს „კავკასიის განვითარების ბანკი -საქართველოს“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე (2014-2016).

დავითს ასევე აქვს ფინანსურ დირექტორად მუშაობის (ს/ს „გუდვილი“) და რეაბილიტაციის მმართველად (ს/ს „პროგრესი“) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. 2019 წლის მაისიდან არის სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.
 
დავითი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბანკო საქმის მაგისტრის ხარისხს. განვლილი წლების განმავლობაში გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი და კურსი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დაოჯახებულია და ჰყავს ქალიშვილი.    

                               

პრეზიდენტი - ალექსანდრე ძნელაძე                                 დირექტორი - გიორგი ბაგრატიონი                                   ანალიტიკური დირექტორი - დავით რუსია