საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაციაუკან
ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადახდო პოლიტიკის კომიტეტი

საბუღალტრო კომიტეტი

 

საბუღალტრო კომიტეტი უზრუნვეყოფს წინადადებების და მასალების შემუშავებას საბუღატრო აღრიცხვის და აუდიტის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან და საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით. ასევე სამართლებრივ-ნორმატიული კოდუმენტების პაკეტების დამუშავებას ინიცირებულს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და ამ დარგით დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ. ამზადებს საკუთარი შენიშვნებს და რეკომენდაციებს, მონაწილეობს სრულუფლებიანი სათათბირო ხმით ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ ფორუმებზე, კომისიებში, კომიტეტებზე.

კომიტეტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს გადაწყვეტილებების შემუშავება რთულ მეთოდოლოგიურ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ბაზრის პროფესიონალი მონაწილეების მიერ აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვასთან მიმართებაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში დარგობრივი სტანდარტების შემუშავებაში სებ-ის ხელშეწყობა და კონსულტირება.

კომიტეტის საქმიანობა მიმართულია ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის პრაქტიკულ იმპლემენტაციასთან, ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით თანამედროვე მიგნებების, კვლევების ინიცირებასთან და რეკომენდაციებად ქცევასთან დაკავშირებით,

საბუღალტრო კომიტეტი მყარად არის დაინტერესებული ბუღალტრული აღრიცხვის საიმედო და მაღალკვალიფიციური სტანდარტების დანერგვაში და საბანკო და საფინანსო ინდუსტრიისთვის გამჭვირვალე მიდგომების ფორმირებაში. კომიტეტი ხელს უწყობს ბანკების ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალეობას და შესადარისობას, რითაც აძლიერებს საბაზრო დისციპლინას.

კომიტეტი ასევე ემსახურება გონიერი აუდიტორული პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას, რომელიც ემსახურება მაღალკვალფიციური კორპორატიული ანგარიშგების და აღქმადი და სრულყოფილი აუდიტორული ანგარიშგების პრაქტიკის დანერგავს.

აღრიცხვა-ანგარიშგების და აუდიტის საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტანდარტების შემმუშევებელი ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობა, რომლებიც დაკავშისრებულია საბანკო საქმანობასთან კომიტეტს შეაქვს საკუთარი წვლილი მოსაზრებების, შენიშვნების და რეკომენდაციების ფორმირების და პრეზენტაციის გზით, რომლებიც საზოგადოებრივი განხილვის სახით მიეწოდებთ დაინტერესებულ პირებს და ქვეყნდება ასოციაციის საინფორმაციო პორტალებზე. კომიტეტი არ აგებს პასუხს შემუშავებული და დამტკიცებული რეგულაციების მიმართულებით, ის მხოლოდ დაკავებულია მეთოდოლოგიების შემუშავებაში, რომელიც ბანკებში არსებული პრაქტიკების დაახლოებასთან და შეჯერებასთან არის დაკავშირებული.

საბუღალტრო კომიტეტის წევრები არიან:

დავით კუტალაძე - სს თიბისი ბანკი

ნინო მიშველია  - სს საქართველოს ბანკი

მაია კახეთელაძე - სს ლიბერთი ბანკი

გულო კილაძე  - სს ბაზის ბანკი

მამუკა ჯიჯავაძე  - სს ვითიბი ბანკი კომიტეტის თავჯდომარე

მარგარიტა სვანიძე - სს პაშა ბანკი საქართველო

ბაჩანა ძაგანია  - სს ბანკი ქართუ

ლევან დვალიძე - სს პროკრედიტ ბანკი

ნანა ჩიკვაიძე - სს პროკრედიტ ბანკი

ნათია მერაბიშვილo - სს სილქ როუდ ბანკი

ნინო ბოჭორიშვილი - სს ტერა ბანკი 

გულნარა მარშანივილი - სს ხალიკ ბანკი საქართველო 

შორენა ლობჟანიძე - სს ფინკა ბანკი                                

დავით ნაცვალაძე - სს კრედო ბანკი