საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაციაუკან
ფულის გათეთრების წინააღმდეგ კომიტეტი

AML კომიტეტი

 

ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კომიტეტის (AML) მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში უმაღლესი სტანდარტებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა. საქართველოშიბანკი იღებს ვალდებულებას და მოქმედებენ ამ მიმართულებით, რომ დაიცვან აღნიშნული სტანდარტები, რათა თავიდან იქნას აცილებული საბანკო სექტორის გამოყენება ფულის გათეთრებისათვის ან/და ტერორისტთა დაფინანსებისთვის. ამ კომიტეტის მეშვეობით ბანკები მუშაობენ საქართველოს კანონმდებლობის მიერ დადგენილი ჩარჩოს და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული საუკეთესო პრაქტიკის დამდგენი საკანონმდებლო ბაზის ფარგლებში. ფულის გათეთრების და ტერორისტთა დაფინანსების აღკვეთის მიზნით.

 

გარდა ამისა, ბანკები ყურადღებით აკვირდებიან AML/CFT საერთაშორისო სტანდარტებს დადგენილს FATF-ის, ბაზელის კომიტეტის, ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ AML/CFT დირექტივებით.

 

კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს სებ-თან ფულის გათეთრების პრევენციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ რეგულირების დახვეწის საკითხში.კომიტეტი სებ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს უწყობს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების ნაციონალური რისკის შეფასებას საქართველოში, რომლის  შედეგებიც უშუალოდაა დაკავშირებული საბანკო სექტორთან, რათა გააძლიეროს  ფულის გათეთრება და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგპრევენციის მექანიზმი.

 

AML კომიტეტი აწყობს რეგულარულ შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა უწყებებთანდა ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებთან, მიმართულს ქვეყნის მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების ნეგატიური შედეგების თაობაზე, როგორიცაა: დანაშაულისა და კორუფციის ზრდა, რისკი ქვეყნის რეპუტაციისთვის, სოციალური დანახარჯების ზრდა და ასე შემდეგ.

 

ამ კომიტეტის მოქმედი წევრები არიან:

 

ნათია მიქაუტაძე - სს თიბისი ბანკი 

                              
თამარ გოდერძიშვილი - სს საქართველოს ბანკი  

                
სოფო საჩალელი - სს ბაზის ბანკი      

                            
მედეა ტორჩინავა - სს ვითიბი ბანკი   

                            
დავით ქორიძე - სს ბანკი ქართუ  

                               
ნინო ჯელაძე - სს პროკრედიტბანკი     

                    
გვანცა ბრეგვაძე - სს სილქ როუდ ბანკი  

   
ვახო ქაჯაია  - სს ტერა ბანკი

 


ნატო შეროზია  - სს ხალიკ ბანკი

 

ნანა სართანია - სს პაშა ბანკი

 


სოფიო სუხიშვილი - სს კრედო ბანკი

 


ნინო გუბელაძე - სს ფინკა ბანკი