საქართელოს საბანკო ასოციაციას ალექსანდრე ძნელაძე უხელძღვანელებს
საქართელოს საბანკო ასოციაციას ალექსანდრე ძნელაძე უხელძღვანელებს
საქართელოს საბანკო ასოციაციას ალექსანდრე ძნელაძე უხელძღვანელებსუკან
საქართელოს საბანკო ასოციაციას ალექსანდრე ძნელაძე უხელძღვანელებს

კომერსანტი

2018-10-05

დღეს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია-ში საქართველოს საბანკო ასოციაციის საერთო კრება გაიმართა. კრებაზე ასოციაციის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ალექსანდრე ძნელაძე. ალექსანდრე ძნელაძე საქართველოს საბანკო ასოციაციას მომავალი სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. საქართველოს საბანკო ასოციაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი თავის საქმიანობას ასოციაციის წესდების შესაბამისად წარმართავს.

 

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე:

 

„ჩემი სურვილი და ამოცანაა მომავალი სამი წლის განმავლობაში ასოციაციის საქმიანობა წავრმართოთ იმდაგვარად, რომ შევძლოთ ბანკების ინტერესების მაქსიმალური დაცვა, ხელი შევუწყოთ სისტემაში ახალი, მაღალი საბანკო სტანდარტების დანერგვას. მოსახლეობაში ფინანსური ცოდნის ამაღლებას. ჩვენ ვგეგმავთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, პარლამენტის შესაბამისი პროფილის კომიტეტებთან და ქვეყანაში მომქმედ ბიზნეს ასოციაციებთან რათა შევძლოთ დასახული ამოცანების შესრულება.

საქართველოს საბანკო ასოციაცია აერთიანებს ქვეყანაში მომქმედ საბანკო დაწესებულებებს. ასოციაციის მიზანი მისი წევრი ბანკების ინტერესების დაცვაა.