საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
გადაწყდა, რომ ჩამოყალიბდება ქმედითი სამუშაო მექანიზმი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ როგორც სახელმწიფო, ასევე ეროვნული ბანკი და კომერციული საბანკო სექტორი, კონკრეტულ, კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად.