რესტრუქტურიზაცია
 რესტრუქტურიზაცია
 რესტრუქტურიზაციაუკან
რესტრუქტურიზაცია


2020 წელი თანაბრად რთული აღმოჩნდა როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. საბანკო სექტორი ადექვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამოწვევებს, მათ განწყობებსა და მოლოდინებს და ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად, მზადაა მაქსიმალურად შეუმსუბუქოს მათ პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნეგატიური გავლენა. 
2020 წლის ივნისიდან საბანკო სექტორი მუდმივ რეჟიმში სწავლობს და რეაგირებს კომპანიების შეცვლილ მოთხოვნებზე და რეალობებზე. ნებისმიერი განცხადება საბანკო სექტორის შესაძლო ქმედითუნარიანობის შემცირებასთან დაკავშირებით საფუძველმოკლებულია და ჩრდილს აყენებს საზოგადოების ნდობას საბანკო სისტემის მიმართ. 2019-2020 წლების განმავლობაში შექმნილი კაპიტალის ბუფერები და რეზერვები სისტემის მდგრადი განვითარების საშუალებას იძლევა.
მსესხებლები, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი დეკემბერ-იანვრის დროებითი ღონისძიებების შედეგად, უნდა დარეგისტრირდნენ მთავრობის მიერ დაანონსებულ პორტალზე, რაც მათი განაცხადების დაჩქარებული დაკმაყოფილების საშუალებას შექმნის. რაც შეეხება მსესხებლების, რომელთა შემოსავლების სტრუქტურა შეიცვალა ან შემცირდა, შემცირების დამადასტურებელი საბუთებით მომართვის შემთხვევაში, სექტორი ინდივიდუალურად განიხილავს ასეთ განაცხადებს და, შესაბამისად, ინდივიდუალურად მიიღებს გადავადების ან რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებებს.