„ჩემი კრედიტინფოს“ ახალი მომსახურება
„ჩემი კრედიტინფოს“ ახალი მომსახურება
„ჩემი კრედიტინფოს“ ახალი მომსახურებაუკან
„ჩემი კრედიტინფოს“ ახალი მომსახურება

საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადება „ჩემი კრედიტინფოს“ ახალი მომსახურების შესახებ 

 

ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად,  დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაიაქტიურონ „ჩემი კრედიტინფოს“ სერვისი და მიიღონ წვდომა სხვადასხვა მომსახურებაზე.  „ჩემი კრედიტინფოს“ სერვისის გააქტიურებისთვის, მომხმარებლის თანხმობით, კომერციული ბანკები კრედიტინფოს ბიუროს მომხმარებლის მონაცემებს მიაწვდიან (სახელიგვარიპირადი ნომერიდაბადების თარიღიმობილური ტელეფონის ნომერი,რეგისტრაციის მისამართი) , რის შედეგადაც მომხმარებელი  დარეგისტრირდება ჩემი კრედიტინფოს“ სერვისზე

 

კრედიტინფოს ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და  მონაცემების გაზიარება საერთაშორისო  პრაქტიკაა და ის მომხმარებელსა და ბანკს შორის ურთიერთობის გამჭვირვალობას და სანდოობას უწყობს ხელს.

 

„ჩემი კრედიტინფო“ მომხმარებელებს   შემდეგ სერვისებს სთავაზობს:

  •  „ჩემი კრედიტინფოს“ გააქტიურებით, მომხმარებელი მიიღებს წვდომას საკუთარ საკრედიტო ისტორიაზე;
  • „ჩემი კრედიტინფო“ მომხმარებელს დაეხმარება, გაიგოს მის შესახებ არსებული რა ინფორმაცია მიიღება მხედველობაში სესხის გაცემისას;
  • „ჩემი კრედიტინფო“ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს,  საკრედიტო რეიტინგისა და რეპორტში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი აწარმოოს.

 

გასათვალისწინებელია, რომ „ჩემი კრედიტინფოს“ საშუალებით მომხმარებლის ისტორიის გადამოწმება არ ახდენს გავლენას საკრედიტო რეიტინგზე.  აქვე გაცნობებთ, რომ მითითებულ სერვისზე, ასევე, მომხმარებლის პერონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელია სს  საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო.