11 იანვარს პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი მსოფლიოს მწვანე შენობების სიაში შევიდა. ნაგებობა საქართველოში პირველია, რომელსაც ენერგო და რესურს ეფექტურობა Edge საერთაშორისო სერტიფიკატით დაუდასტურდა.
საერთაშორისო აუდიტორებმა შეაფასეს ბანკის თანამედროვე არქიტექტურული დიზაინისა და ენერგიის, წყლის და მასალების ეფექტურობის ერთობლიობა, რაც წლებია პროკრედიტ ჯგუფის ეკოლოგიაზე ორიენტირებული სტრატეგიის ნაწილია.
ხოლო, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი „SME Banking Awards 2020-ზე“ წარადგინეს. „წლის SME ბანკირის“ ნომინაციაში, ის 7 კანდიდატიდან ერთ-ერთია, მთავარ პრიზს კი მხოლოდ ერთი მათგანი მიიღებს. ხმის მიცემა 28 იანვრამდეა შესაძლებელიამითითებულ ბმულზე
კონკურსს საბანკო ასოციაცია EFMA და ფინანსური სერვისების კომპანია Mastercard ატარებენ.
SME Banking Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი, 16 სექტემბერს (ცენტრალური ევროპის დროით 14:00-ზე) „ონლაინ” გაიმართება.
დაჯილდოებაზე დასასწრებად, მსურველებმა, „ონლაინ“ რეგისტრაცია უნდა გაიარონ.