საბანკო სექტორის SME მიმართულების და „აწარმოე საქართველოში“ უფლებამოსილ წარმომადგენლებთან შეხვედრა
საბანკო სექტორის SME მიმართულების და „აწარმოე საქართველოში“ უფლებამოსილ წარმომადგენლებთან შეხვედრა
საბანკო სექტორის SME მიმართულების და „აწარმოე საქართველოში“ უფლებამოსილ წარმომადგენლებთან შეხვედრა უკან
საბანკო სექტორის SME მიმართულების და „აწარმოე საქართველოში“ უფლებამოსილ წარმომადგენლებთან შეხვედრა

საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა ქართული საბანკო სექტორის SME მიმართულების და „აწარმოე საქართველოში“ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა შეეხებოდა საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში 2021 წლის დასამტკიცებელი პროგრამის საბაზისო პარამეტრების შეჯერებას. 

„აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლებმა გამოხატეს სიამოვნება 2020 წელს პროგრამის წარმატებით განხორციელების გამო და განაცხადეს 2021 წლის 50 მლნ ლარიანი პროგრამის განხორციელების საბაზისო პარამეტრების უცხვლელად დატოვების შესახებ. მთავრობის მიერ პროგრამის დამტკიცებისთანავე ბანკებს საშუალება ექნებათ განავრცონ მცირე და საშუალო ბიზნესის შემდგომი დაფინანსება, რომელიც ასევე მოიცავს აგროსექტორისთვის განკუთვნილ სასესხო ინსტრუმენტებს. 

მხარეები შეთანხმედნენ დამატებით კომუნიკაციაზე და კლიენტის მიერ წარმოსადგენი ბიზნეს გეგმის შაბლონის შეჯერებაზე, რომ მიღწეულ იქნას დროის ოპტიმიზაცია განაცხადის მიღებიდან თანხის სრულ მიღებამდე.