შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფიშინგთან დაკავშირებით
შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფიშინგთან დაკავშირებით
შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფიშინგთან დაკავშირებითუკან
შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფიშინგთან დაკავშირებით
საქართველოს საბანკო ასოციაციის ინიციატივით შედგა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ქართული საბანკო სექტორის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელობის მონაწილეობით. მოწვეულ სტუმრად შეხვედრას ესწრებოდა კრიპტოვალუტების ქართული ბირჟის „coinmania“-ს წარმომადგენლები. შეხვედრა ეხებოდა კიბერდანაშაულის ერთ-ერთი სახეობის - „ფიშინგი“-ს მიმართულებით გახშირებულ მომართვიანობას და სამომავლო თანამშრომლობის გზების ძიებას.
კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლებმა ბანკებს გააცნეს „ფიშინგი“-ს მიმართულებით არსებული დანაშაულებრივი სქემების ევოლუცია. „ფიშინგი“-ს პრევენციის მიმართულებით დასახელდა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები - დროის ფაქტორი, ასევე წინასწარი პრევენცია და კლიენტების ცნობიერება.
ამ კუთხით ყველაზე ქმედით ღონისძიებად მომხმარებელთა ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, პრევენციული ღონისძებები დასახელდა, რის გამოც კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და ბანკების წარმომადგენლებს შორის ინდივიდუალური შეხვედრები დაიგეგმა დარგში მიმდინარე პროცესების უკეთ გასაცნობად და ღონისძიებათა ერთობლივი სქემების შესამუშავებლად. 
საბანკო სექტორის წარმომადგენლები შეთანხმდენენ, რომ აღნიშნული შეხვედრა მიმდინარე სამუშაო კვირაში ჩაინიშნება, ხოლო საქართველოს საბანკო ასოციაციას ეთხოვა კვლავაც განაგრძოს ფიშინგის წინააღმდეგ საინფორმაციო საქმიანობის მხარდაჭერა და მხარეთა კოორდინაცია.