ვებექს/webex პლატფორმის გამოყენებით განხორციელდა პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს საბანკო ასოციაციის და მსოფლიო ბანკის FSAP მისიის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც 28 იანვრიდან 16 თებერვლამდე ხვდებიან მთავრობის, სხვადასხვა სახელმწიფო და საზედამხედველო უწყებების, ფინანსური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.
შეხვედრა შეეხო ქართულ საბანკო სექტორში SME და საცალო სესხების სექტორში არსებულ კონკურენტული გარემოს შეფასებას, მომხმარებელთა საბანკო სექტორის ფარგლებში მობილობას და ასოციაციის ფარგბელში მიმდინარე ღია ბანკინგის პროექტს. ასოციაციის წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ღია ბანკინგია ადგილობრივი თავისებურებების და მიზნების თაობაზე. მისიის წარმომადგნელები ასევე შეეხნენ ბაზარზე საბანკო ინსტიტურების შემოსვლის ბარიერებს და სახელმწიფოს მონაწილეობას საბანკო სექტორში კონკურენციის ზრდის მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებას მუდმივი კომუნიკაციის ფარგლებში.