საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადება
საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადება
საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაუკან
საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადება

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან კიბერ-თაღლითები.

ზარები როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ნომრებიდან ფიქსირდება და კიბერ-თაღლითები ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ. ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას, ბარათის მონაცემების გაზიარებას ან უკვე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას სთხოვენ.

გვსურს, გაგაფრთხილოთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს.  შესაძლოა  ორგანიზებულ კიბერ-თაღლითობას ჰქონდეს ადგილი, რის შესახებაც საქართველოს საბანკო ასოციაციამ და კომერციულმა ბანკებმა  შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართეს.

საქართველოს საბანკო ასოციაცია