USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში საბანკო ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა კომერციული ბანკების მენეჯმენტთან. შეხვედრაზე პროგრამის განმახორციელებელმა DAI-მ წარმოადგინა საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების განვითარების პერსპექტივები. მონაწილეებმა ისაუბრეს საფინანსო პროდუქტების შექმნის, სახელმწიფო ჩართულობის და ამ მიმართულებით ექსპერტის მოწვევის საჭიროებაზე. დაიგეგმა შემდგომი სამუშაო შეხვედრა.