განცხადება საბანკო სექტორში მიმდინარე ცვლილების შესახებ 
განცხადება საბანკო სექტორში მიმდინარე ცვლილების შესახებ 
განცხადება საბანკო სექტორში მიმდინარე ცვლილების შესახებ უკან
განცხადება საბანკო სექტორში მიმდინარე ცვლილების შესახებ 

ვითიბი ბანკ ჯორჯიას საცალო პორტფელის გასხვისება ბაზისბანკზე  

როგორც ცნობილია, აშშ-ს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა სახელმწიფოების მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით, ვითიბი ბანკს შეეზღუდა გადარიცხვები დოლარში, ევროში, ფუნტ სტერლინგსა და სხვა უცხოურ ვალუტებში. 

უკანასნკელი დღეების მანძილზე მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები ვითიბი ბანკ ჯორჯიას და ბაზისბანკს შორის. 
მომხმარებელთა უფლებების და ინტერესების დაცვის მიზნით, ვითიბი ბანკ ჯორჯიას და ბაზისბანკის შეთანხმებით, მოხდა საცალო მომხმარებლების პორტფელის გასხვისება ბაზისბანკზე.

ვითიბი ბანკ ჯორჯია განაგრძნობს ოპერირებას და იურიდიული პირების მომსახურებას. მისი მომხმარებელი ფიზიკური პირები ხდებიან ბაზისბანკის მომხმარებლები და 28 თებერვლიდან, ეტაპობრივად, მომსახურებას მიიღებენ როგორც ვითიბი ბანკ ჯორჯიას, ასევე ბაზისბანკის ფილიალებში.

ბაზისბანკი საქართველოს ბაზარზე ოპერირების 28 წლიანი ისტორია აქვს და უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულში შედის.