აქტივები
2022 წლის აპრილში ჯამური აქტივების შედარებით თვალშისაცემი ზრდით გამოირჩა, რომელიც მეტწილად ლარის კურსის შედარებითი სტაბილურობით იყო გამოწვეული. 2022 წლის აპრილში წლის ბოლოსთან შედარებით სისტემა 3.64%-ით გაიზარდა (62.77 მლრდ ლარი). ჯამში საბანკო აქტივების ნამატმა აპრილის ჩავთლით 2.2 მლრდ ლარი შეადგინა.
|
აპრ-22 |
მარ-21 |
+/- გასულ თვესთან |
2021 |
+/- გასულ წელთან |
აპრ-21 |
+/- 2021 წ. აპრილთან |
ჯამური აქტივები |
62,775,560,962 |
61,785,876,041 |
1.60% |
60,568,300,187 |
3.64% |
58,667,642,539 |
7.00% |
1 მლრდ ლარზე მეტი აქტივის მქონე საშუალო სიდიდის ბანკების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა ვითიბი ბანკის დაქვეითების გამო და შეადგენს 6 საბანკო დაწესებულებას 12.64 მლრდ ლარის ჯამური აქტივით (აპრ, 22) 12.80 მლრდ ლარი (აპრ, 21).
საკრედიტო პორთფელი
ლარში ნომინირებული ჯამური საკრედიტო პორთფელი წლის ბოლოსთან შედარებით აპრილში კიდევ უფრო შემცირდა და ზრდის მინიმალურ მაჩვენებელზეა გაჩერებული (0.13%). სებ-ის ძალისხმევამ საცალო დაკრედიტების სტანდარტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ჰარკვეულწილად აისახება საკრედიტო აქტივობის ზრდაზე.
აპრ-22 |
მარ-22 |
+/- გასულ თვესთან |
2021 |
+/- გასულ წელთან |
აპრ-21 |
+/- 2021 წ. აპრილთან |
|
საკრედიტო პორტფელი |
43,153,318,292 |
43,319,081,519 |
-0.38% |
43,097,353,804 |
0.13% |
40,165,982,451 |
7.44% |
თუ საკრედიტო პორთფელს ავსახავთ აშშ დოლარებში, მაშინ ბანკთაშორისი კრედიტების გარეშე წინა წლის ბოლოსთან შედარებით ვიღებთ პორტფელის 1.41%-იან ზრდას. აღნიშნულს ხელს უწყობს კურსის ცვლილებაც (აპრ, 22 - 3.0591 ლარი; დეკ, 21 - 3.0976 ლარი).
საკრედიტო პორტფელი სეგმენტების მიხედვით
საკრედიტო პორთფელის ფარგლებში აპრილში საცალო სესხებმა შეინარჩუნეს ერთგვარი სტაბილურობა, მაშინ როდესაც კორპორატიული და SME პორთფელები შემცირდნენ. წლის ბოლოდან განვლილი პერიოდის ჭრილში ყველაზე დიდი მატება ჯერ ჯერობით SME პორთფელს აქვს (2.68%). აპრილის კლების გათვალისწინებით ჯამური საკრედიტო პორთფელი ბანკთაშორისი კრედიტების გარეშე წლის ბოლოსთან შედარებით გაზრდილია სრულიად უმნიშვნელოდ 0.15%-ით.
აპრ-22 |
მარ-21 |
+/- გასწულ თვესთან |
2021 |
+/- გასულ წელთან |
აპრ-21 |
+/- 2021 წ. აპრილთან |
|
საკრედიტო პორტფელი |
43,146,017,840 |
43,311,089,998 |
-0.38% |
43,082,611,456 |
0.15% |
40,149,311,604 |
7.46% |
კორპორატიული სესხები |
14,013,379,583 |
14,116,634,061 |
-0.73% |
14,631,918,946 |
-4.23% |
13,912,000,007 |
0.73% |
SME სესხები |
11,809,389,135 |
11,874,322,515 |
-0.55% |
11,500,948,566 |
2.68% |
10,828,014,187 |
9.06% |
საცალო სესხები |
17,323,249,121 |
17,320,133,422 |
0.02% |
16,949,743,944 |
2.20% |
15,409,297,411 |
12.42% |
საცალო დაკრედიტების კუთხით აპრილში წინა წლის ბოლოსთან შედარებით საცალო პროდუქტების პორთფელი 1.86%-ით გაიზარდა. საცალო დაკრედიტების ცალკეულ პროდუქტებზე დაკვირვება საშუალებას იძლევა აღქმულ იქნას ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები. საცალო პროდუქტებს შორის ერთადერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც ზრდის პორთფელს კვლავ სამომხმარებლო სესხებია. ამიტომ საბანკო სისტემამ მაქსიმალური უნდა ქნას, რომ სებ-ს არგუმენტებით დაუმტკიცოს, რომ დღის წესრიგიდან ამოიღოს სამომხმარებლო სესხების გაცემის პირობების გაუარესებაზე ფიქრი.
დეპოზიტები
2022 წლის აპრილში მთლიანი დეპოზიტების მაჩვენებელი უცხოურ ვალუტაში მოლოდინების მიუხედავად გაიზარდა 60.22%-დან (მარ, 22) 60.54%-მდე (აპრ, 22).
|
აპრ-22 |
მარ-21 |
+/- გასულ თვესთან |
2021 |
+/- გასულ წელთან |
აპრ-21 |
+/- 2021 წ. აპრილთან |
ჯამური დეპოზიტები |
38,466,065,977 |
38,013,702,594 |
1.19% |
37,999,237,523 |
1.23% |
36,352,619,085 |
5.81% |
არასაბანკო დეპ. |
37,257,829,061 |
37,034,999,088 |
0.60% |
37,185,209,964 |
0.20% |
35,538,651,616 |
4.84% |
ი/პ დეპოზიტები |
17,302,371,300 |
17,253,250,332 |
0.28% |
16,976,720,940 |
1.92% |
15,680,986,364 |
10.34% |
ფ/პ დეპოზიტები |
19,955,457,761 |
19,781,748,756 |
0.88% |
20,208,489,024 |
-1.25% |
19,857,665,252 |
0.49% |