საქართველოს საბანკო ასოციაციამ და IFC-მ ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.
საქართველოს საბანკო ასოციაციამ და IFC-მ ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.
საქართველოს საბანკო ასოციაციამ და IFC-მ ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.უკან
საქართველოს საბანკო ასოციაციამ და IFC-მ ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.

საქართველოს საბანკო ასოციაციამ და IFC-მ ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს. ასევე, საბანკო ასოციაცია მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის (SBFN) წევრი გახდა.

2022 წლის 1 ნოემბერს ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა და მერი პორტერ პერშკამ, IFC-ს მდგრადი განვითარებისა და გენდერის მიმართულების დირექტორმა, ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რათა აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოს საბანკო სექტორში მდგრადი ფინანსების, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საუკეთესო პრაქტიკების (ESG) დანერგვის მიმართულებით. დღეს საქართველოს საბანკო ასოციაცია, ასევე, IFC-ის  მხარდაჭერით შექმნილი მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის (SBFN) წევრი გახდა.

საქართველოს საბანკო ასოციაცია საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკს აერთიანებს. ასოციაციის მისიაა ხელი შეუწყოს საბანკო სექტორის მდგრად გავნითარებას და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელი (SBFN) მდგრადი დაფინანსების შესახებ ცოდნის გაზიარების და შესაძლებლობების განვითარების საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც საფინანსო სექტორის მარეგულირებლებს და სექტორულ ასოციაციებს აერთიანებს. SBFN-ის საქმიანობის მხარდაჭერას IFC ახორციელებს. ქსელი საკუთარ წევრებს როგორც ინფორმაციის და რესურსების მობილიზებას, ასევე პრაქტიკულ მხარდაჭერს სთავაზობს; რათა მათ ეროვნულ, რეგიონალურ თუ გლობალურ დონეზე მდრგადი ფინანსების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

“ამ ეტაპზე, როცა მდგრადი ფინანსების მიმართულებით ქვეყანაში უკვე შექმნილია საკანონმდებლო გარემო, საქართველო აღსრულების ფაზაზე გადავიდა. მიგვაჩნია, რომ სწორედ ახლაა ბევრი რამ გასაკეთებელი ცნობიერების გაზრდის, ბაზრის მოთამაშეების შესაძლებლობების განვითარების და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების მიმართულებით. ჩვენ სიხარულით ვუერთდებით SFBN-ს და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მდგრადი ფინანსების განვითარებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას შევძლებთ”, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

მარი პორტერ პერშკამ, IFC მგრადობის და გენდერის მიმართულების დირექტორმა განაცხადა:  „IFC მიესალმება საქართველოს საბანკო ასოციაციის SBFN-ში გაწევრიანებას და ასოციაციის მტკიცე ნებას ქმედითი როლი შეასრულოს საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარებაში. გვჯერა, რომ საბანკო ასოციაცია, როგორც სექტორის გამაერეთიანებელი პლატფორმა, ხელს შეუწყობს საქართველოს ბანკებში ცნობიერების გაზრდას იმის თაობაზე, თუ რამდენად კრიტიკული ბერკეტია მდგრადი დაფინანსება კლიმატის ცვლილებების და სხვა საკვანძო გამოწვევებზე რეაგირებისთვის.“

ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობის დაწყება, ერთის მხრივ, ქვეყანაში მდგრადი ფინანსების განვითარების და მეორეს მხრივ ქვეყნის საერთაშორისო მდგრად საფინანსო და საბანკო საზოგოადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

2017 წლიდან მოყოლებული საბანკო ასოციაცია, სექტორის გაერთიანებული ძალისხმევით  აქტიურად მუშაობდა ეროვნულ ბანკთან საქართველოში მდგრადი დაფინანსების გზამკვლევზე. ასოციაცია ჩართული იყო იმ საკანონმდებლო და ნორმატიული ცვლილების, რეკომენდაციებისა  და სამოქმედი გეგმების შემუშავებაში, რომლებიც ეკონომიკური მდგრადობის, დასაქმების, სოციალური პასუხისმგებლობის, მწვანე ბანკინგის, კორპორატიული მმართველობის და სხვა დაკავშირებული მიმართულებებით საბანკო სექტორის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

IFC-ის საკონსულტაციო პროგრამა, რომელიც ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ევროპაში გარემოს, სოციალურ და მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას ემსახურება, შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან  (SECO) პარტნიორობით ხორციელდება.