ბანკების ასოციაცია: გამოსავალი სებ-ის დებულების შეჩერებაა
ბანკების ასოციაცია: გამოსავალი სებ-ის დებულების შეჩერებაა
ბანკების ასოციაცია: გამოსავალი სებ-ის დებულების შეჩერებააუკან
ბანკების ასოციაცია: გამოსავალი სებ-ის დებულების შეჩერებაა

„ჩემი ხედვით, ამ დებულების შეჩერებაა გამოსავალი“, - ასე უპასუხა ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ სებ-ის რეგუალციებთან დაკავშირებულ კითხვას.

მისი თქმით, ბიზნესსექტორთან მჭიდრო კომუნიკაციაა აუცილებელი.
“ სამწუხაროდ ჯერჯერობით ახალი ვარ და გამიჭირდება გითხრათ, რომ იყო რაიმე ტიპის კომუნიკაცია. ეს დებულებულები ფორსირებულად ინერგება. იმაზეც გამიჭრიდება პასუხის გაცემა იყო, თუ რატომ არ იყო კომუნიკაციები და შეხვედები იგივე ფერმერთა ასოციაციასთან. ამის ასახვა არ მოხდება მხოლოდ ბანკებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ეს რეალურად ყველას შეეხება. ვერ დაფინანსედება არამხოლოდ ახალი მსესხებლები, არამედ არსებულებიც ვეღარ დაიმატებენ სესხს,”-აცხადებს ძნელაძე.

შეგახსენებთ: ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში პირველი ნოემბრიდან შედის და ბრძანება, რომელიც ძალაში რამდენიმე დღეში შევა, სესხების გაცემისას დამატებით შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ:

1. იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი
2. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება
3. ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი
4. ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.