ბანკების ასოციაცია: „მოლოდინი, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს, მართებულია“
ბანკების ასოციაცია: „მოლოდინი, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს, მართებულია“
ბანკების ასოციაცია: „მოლოდინი, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს, მართებულია“უკან
ბანკების ასოციაცია: „მოლოდინი, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს, მართებულია“

„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღებით, მოლოდინი, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს, მართებულია“, - ამის შესახებ bm.ge-თან ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცახდებს.

მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთები მეტ-ნაკლებად შემცირდება, მაგრამ მასზე სხვა უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, ამიტომ ცალსახა შეფასებებს ალექსანდრე ძნელაძე არ აკეთებს.

ბანკების წარმომადგენელი ამბობს, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შემოღების შემდეგ შემცირდება მსესხებლების რაოდენობა, იქნება მხოლოდ დაბალრისკიანი მსესხებლების ხელმისაწვდომობა და მაღალრისკიანი პროდუქტები ბაზარზე ფიზიკურად აღარ იარსებებს.

„ზოგადად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შემოღებიდან შემცირდება მსესხებლების რაოდენობა, ვისაც ექნება ხელმისაწვდომობა სესხებზე. აქედან გამომდინარე, კონკურენცია უფრო მეტი იქნება და არსებული მეტნაკლებად იმოქმედებს საპროცენტო განაკვეთზე, მაგრამ ასე ცალსახად ძალიან რთული იქნება შეფასების გაკეთება, იმიტომ რომ სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ აღნიშნულ საკითხზე როგორიც არის, მაგალითად დედოლარიზაციის პროექტი, რომელიც მეტნაკლებად იპოთეკურ პორტფელზე ზემოქმედებს პირიქით, ანუ ზრდის მიმართულებით, რადგან სავალუტო რესურსი უფრო იაფია, ვიდრე ლარის რესურსი.

აქედან გამომდინარე, ასე ერთი ცალსახა პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ზოგადად, რა თქმა უნდა, იმოქმედებს. კონკრეტული პროდუქტების ჭრილში ცალსახად იმოქმედებს, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალრისკიანი მსესხებლები, როდესაც ვეღარ აიღებენ სესხს, იქნება მხოლოდ დაბალრისკიანი მსესხებლების ხელმისაწვდომობა და მაღალრისკიანი პროდუქტები ფიზიკურად აღარ იარსებებს“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.