საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაციაუკან
ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, პრობლემა შექმნა იმ რეგულაციამ, რომელიც გულისხმობს სესხის თავდების შემოსავლების შემოწმებასაც.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა გარკვეული პრობლემები უკვე შექმნა. 

როგორც მან bm.ge-თან განმარტა, იანვრის თვეში გამოვლენილ პრობლემებს აგროვებენ და ამუშავებენ.

 “იანვრის თვეზე აპელირება არასწორი იქნება, რადგან მაღალი სეზონურობით გამოირჩევა და არამხოლოდ წლიდან არის ხოლმე ამოვარდინილი, არამედ წლიდან წლამდეც სერიოზული ცვლილებებით ხასიათდება.

 გლობალურ შედეგს უფრო პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ ველოდებით. დღეის მდგომარეობით, რაღაც პროდუქტები გაჩერდა, იმ პროდუქტების დამტკიცება კი, რომლებიც ფიზიკური პირების მიმართ არსებობს, განახევრებულია”, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, როგორც ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, პრობლემა შექმნა იმ რეგულაციამ, რომელიც გულისხმობს სესხის თავდების შემოსავლების შემოწმებასაც.

“თუ კომპანია მიჩნეული იყო მაღალრისკიანად ან პირის თავდებობა იყო ხოლმე გამოყენებული, ან დამატებითი უზრუნველყოფები. დღეის მდგომარეობით, ძალიან გართულებულია ეს პროცესი, იქიდან გამნომდინარე, რომ თავდების შემოსავლის შესწავლაც უნდა მოხდეს და კოეფიციენტების მისადაგება, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ამის გაკეთება. უზრუნველყოფის ნაწილში კი, თუ ფიზიკური პირის მხრიდან ხდება თავდებობის შეთავაზება, აქაც პრობლემაა. აქაც კოეფიციენტი უნდა იყოს გადათვლილი, ან ეს ქონება უნდა იყოს მეორე ქონება და იქ არ უნდა ცხოვრობდნენ”, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.