დასრულდა თუ არა „კრედიტომანია“ – საფინანსო სექტორი რეგულაციების ეფექტს აფასებს
დასრულდა თუ არა „კრედიტომანია“ – საფინანსო სექტორი რეგულაციების ეფექტს აფასებს
დასრულდა თუ არა „კრედიტომანია“ – საფინანსო სექტორი რეგულაციების ეფექტს აფასებსუკან
დასრულდა თუ არა „კრედიტომანია“ – საფინანსო სექტორი რეგულაციების ეფექტს აფასებს

Business Media Georgia

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე მიიჩნევს, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების ეფექტის შესაფასებლად იანვარ–თებერვლის მონაცემები საკმარისი არ არის. 

როგორც თემის კომენტირებისას მან გადაცემაში – “Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“ საუბრისას განაცხადა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ იანვარ–თებერვალში, გასულ წლებშიც მცირდებოდა საკრედიტო პორტფელი, თუმცა ძნელაძე აქვე აღნიშნავს, რომ გაცემული სეხების რაოდენობა ჯერ კიდევ გასული წლის მაისიდან მცირდება, ამიტომ რეგულაციის გარკვეული გავლენა უკვე სახეზეა. 

"რისკიანობაზეც აისახა და რაოდენობრივ მაჩვენებლებზეც. მაისის შემდეგ მიმდინარეობს სესხების რაოდენობის შემცირება, ანუ რეალურად, ერთი სესხის მოცულობა იზრდება და ვადიანობის მიხედვითაც რომ ვნახოთ, ყველაზე მეტი ზრდა 5-დან 10 წლამდე ვადიანობის სესხებშია. აქედან გამომდინარე, რათაც ტენდენციების გადათვლა შეიძლება, მაგრამ ეს არ არის ის მაჩვენებლები, რასაც უნდა ველოდოთ ამ რეგულაციების შედეგად", – განაცხადა ძნელაძემ. 

ამავე თემაზე საუბრისას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარემ ბესიკ შენგელიამ აღნიშნა, რომ გარკვეული რეგულაციები დაკრედიტების პოლიტიკაში საჭირო იყო, თუმცა იგი არ ეთანხმება საფინანსო სექტორის იმ წარმომადგენლების მოსაზრებას, რომლის თანახმად, ჭარბვალიანობის პრობლემა ძირითადად მიკროსაფინანსო სექტორში დაგროვილმა ვადაგადაცილებულმა სესხებმა შექმნეს. 

"ჩვენი ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტიურად პროპორციულად არის გადანაწილებული. ვადაგადაცილებული სესხების დაახლოებით 50% მოდიოდა ბანკებზე, 50% კი – სხვა დანარჩენ ორგანიზაციებზე. ანუ აქ ძირითადი პრობლემა იყო იმაში, რომ ერთის მხრივ, არაპროდუქტიულ პორტფელში მიდიოდა დაფინანსება და მეორეს მხრივ, პრობლემა იყო, რომ ჭარბი და საკმაოდ იოლი იყო მიწოდება. ასევე, ვადაგადაცილებული სესხების საფუძველზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადად, თითქმის 100% შემთხვევისა, არის ის, რომ პარალელურად იღებდნენ მსესხებლები სესხებს და გაფუჭდა მოხმარების კულტურა და ყველაფერი კრედიტომანიაში გადავიდა", – განაცხადა შენგელიამ.