საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაციაუკან
დაბალშემოსავლიანი ფიზიკური პირებისთვის დაგეგმილი რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს

დაბალშემოსავლიანი ფიზიკური პირებისთვის დაგეგმილი რეგულაციები საჭიროა, თუმცა საშუალო და მაღალშემოსავლიანი პირებისთვის მკაცრი. ასე გამოეხმაურენ კომერციული ბანკების ნაწილში ფინანსთა მინისტრის განცხადებას ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალ წესთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც კომერციულ ბანკებში აღნიშნავენ, მათ პორტფელში შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხის წილი ძალიან მწირია.

“დაბალშემოსავლიან ადამიანებზე ის რეგულაცია, რომელიც შემოდის არის მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელი. ეს შეიძლება ადრეც უნდა შემოსულიყო. ის 50%-ანი ჭერი, რომელიც შემოდის აუცილებლად გასაკეთებელი იყო. უბრალოდ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საშუალო და მაღალშემოსავლიან ადამიანებზე გვეჩვენება, რომ ეს მკაცრი რეგულაციაა, თორემ მთლიანად ვეთანხმებით როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე ფინანსთა მინისტრს იმაში, რომ დაბალშემოსავლიან ადამიანებზე ეს რეგულაცია აუცილებლად შემოსაღებია”, – აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

“რეალურად, საბანკო სექტორი ტოქსიკურ სესხებს ყოველთვის ერიდებოდა, მოერიდება და ყოველთვის შეეცდება, რომ აღნიშნული პრობლემა არ წარმოიშვას, არც საბანკო სექტორში და არც საფინანსო სექტორში”, – აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მოქალაქეების მიერ ტოქსიკური სესხების აღება ხდებოდა, რომელიც რეალურად ადამიანებს არანაირ შვებას არ აძლევდა გრძელვადიან პერიოდში.