საინვესტიციო ფორუმი - ,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“
საინვესტიციო ფორუმი - ,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“
საინვესტიციო ფორუმი - ,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“უკან
საინვესტიციო ფორუმი - ,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“

2019 წლის 30 მაისს საქართველოს საბანკო ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით ჩატარებულ  საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმში -,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ , რომელიც კახეთში, რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში ჩატარდა. 

ფორუმი გახსნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

ღონისძიებას დაესწრო 20-ზე მეტი უცხოური და 150-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი. მათ საშუალება ჰქონდათ განეხილათ თანამშრომლობის პერსპექტივები.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა 3 პანელური სესია, რომელთა მთავარი მიმართულებებიც იყო სოფლის მეურნეობის პოტენციალი კახეთის რეგიონში, ასევე საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმის, განახლებადი  ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში.

ფორუმი ჩატარდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტო “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით.