საქართველოს საბანკო ასოციაცია ჩართულია ვაჭრობის ხელშეწყობის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში
საქართველოს საბანკო ასოციაცია ჩართულია ვაჭრობის ხელშეწყობის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში
საქართველოს საბანკო ასოციაცია ჩართულია ვაჭრობის ხელშეწყობის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შემუშავებასა და დანერგვაშიუკან
საქართველოს საბანკო ასოციაცია ჩართულია ვაჭრობის ხელშეწყობის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში

საქართველოს საბანკო ასოციაცია ჩართულია ერთობლივი ტვინინგ პროგრამის შემმუშავებელ მუშა ჯგუფის შემადგენლობაში. პროგრამა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს მოიცავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, შვედეთის საბაჟო სამსახურის, ლატვიის შემოსავლების სამსახურის და პოლონეთის ეროვნული შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების ძალისხმევას, რომელიც ემსახურება  ევროკავშირის, ფინეთის, პოლონეთის, ლატვიისა და საქართველოს ვაჭრობის ხელშეწყობის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შემუშავებასა და დანერგვას (NCTS).

აღნიშნული სისტემის უპირატესობას წარმოადგენს საქართველო და პროგრამაში ჩართული 36 ქვეყნიდან საქართველოსკენ წამოსული ან მიმავალი ტვირთის ერთი უნიფიცირებული დოკუმენტით ტანსპორტირებას, რაც გამორიცხავს ყველა ქვეყნის საბაჟოზე ამ დოკუმენტების განახლებას ან შეცვლას.

სატრანზიტო ტვირთების მოძრაობას მზარდი ხასიათი აქვს და 2018 წელს 11 მლნ. ერთეულ ტვირთზე მეტმა გაიარა ამ სისტემის მეშვეობით მასში მონაწილე ქვეყნების საბაჟოზე.