საქართველოს საბანკო ასოციაციის შეხვედრა Oberthur Cash Protection - ის ბიზნეს განვითარების მენეჯერთან
საქართველოს საბანკო ასოციაციის შეხვედრა Oberthur Cash Protection - ის ბიზნეს განვითარების მენეჯერთან
საქართველოს საბანკო ასოციაციის შეხვედრა Oberthur Cash Protection - ის ბიზნეს განვითარების მენეჯერთანუკან
საქართველოს საბანკო ასოციაციის შეხვედრა Oberthur Cash Protection - ის ბიზნეს განვითარების მენეჯერთან

2019 წლის 24 ივლისს საბანკო ასოციაციის ოფისში სტუმრად იმყოფებოდა Oberthur Cash Protection - ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი  ლეონ დიეტერსი (Léon Dieters).


შეხვედრა შედგა წამყვანი ქართული ბანკების წარმომადგენლებთან. სტუმარმა დამსწრე კოლეგებს გააცნო თანამედროვე მიღწევები ბანკომატების და ინკასაციის პროცესში მყოფი ფულადი ნიშნების დაცვის კუთხით, კერძოდ, სტუმარმა წარადგინა თანამედროვე მიღწევები INTELLIGENT BANKNOTE NEUTRALIZATION SYSTEMS (IBNS) ის მიმართულებით.


წარმოდგენილი ტექნოლოგია ამცირებს ბანკომატების და ტრანსპორტირების დროს ფულადი ბანკნოტების დატაცების და თავდასხმის რისკს, რამეთუ სპეციალურ კასეტებზე არაავტორიზებული შეღწევის შემთხვევაში ხდება მაღალტექნოლოგიური საღებავის - მელნის გამოტყორცნა, რომელიც გამოუყენებელს ხდის ბანკნოტებს.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ სტუმარი წარმოადგენს შეთავაზებას ბანკომატების დაცვის მიმართულებით. თავის მხრივ, ობერტურის წარმომადგენელმა გამოთქვა მზადყოფნა ერთ ბანკომატში მოხდეს ამ ტექნოლოგიის დანერგვა და შემოწმება მწარმოებელი კომპანიის ხარჯზე.