საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია
საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია
საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია უკან
საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია "გაზრდილი გამჭვირვალობა და ფინანსურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა - ახალი გამოწვევები აკადემიური პერსონალისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის"

საქართველოს საბანკო ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა პირველ საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაში "გაზრდილი გამჭვირვალობა და ფინანსურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა - ახალი გამოწვევები აკადემიური პერსონალისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის", რომელიც გაიმართა 25-26 ივლისს კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

კონფერენციის ორგანიზატორად მოგვევლინენ შოთა რუსთაველის საერთაშორისო ფონდი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული რეფორმების მხარდამჭერი ფონდი (RSF).

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და უცხოელმა სპეციალისტებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და პროფესიული საბუღალტრო საქმიანობით დაკავებულმა ორგანიზაციებმა.