ერთიანი საკასო ცენტრის შესაქმნელად გამოცხადებული ტენდერის შედეგების განმხილველი კომისიის პირველი სხდომა
ერთიანი საკასო ცენტრის შესაქმნელად გამოცხადებული ტენდერის შედეგების განმხილველი კომისიის პირველი სხდომა
ერთიანი საკასო ცენტრის შესაქმნელად გამოცხადებული ტენდერის შედეგების განმხილველი კომისიის პირველი სხდომაუკან
ერთიანი საკასო ცენტრის შესაქმნელად გამოცხადებული ტენდერის შედეგების განმხილველი კომისიის პირველი სხდომა

საქართველოს საბანკო ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში შედგა ერთიანი საკასო ცენტრის შესაქმნელად და კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანიის შერსარჩევად გამოცხადებული ტენდერის შედეგების განმხილველი კომისიის პირველი სხდომა. კომისიის წევრებად შერჩეულმა წარმომადგენლებმა - დავით დავითაშვილი (ს/ს "საქართველოს ბანკი), ირაკლი ლომიძე (ს/ს "თიბისი ბანკი"), ლევან თხელიძე (ს/ს "ლიბერთი ბანკი"), ირინა ხელაია (ს/ს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"), ვახტანგ ხუციშვილი (ს/ს "ტერა ბანკი"), ლია ასლანიკაშვილი (ს/ს "ბაზის ბანკი"), ნინო შაფათავა (ს/ს "ფინკა ბანკი"), დავით რუსია (საქართველოს საბანკო ასოციაცია)  განიხილეს წარმოდგენილი წინადადებები და შეარჩიეს 5 წინადადება.


სხდომის მონაწილეებმა დაავალეს საბანკო ასოციაციას შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება და ვიდეო ჩართვის განხორციელება დამატებითი პრეზენტაციის მიზნით. ამისათვის სხდომის მონაწილეებმა გამოყვეს მომდევნო კვირა, რომ მოხდეს რამდენიმე პოტენციურ კანდიდატზე შეჯერება