მაკროეკონომიკური ანგარიშის პრეზენტაცია ეროვნულ ბანკში
მაკროეკონომიკური ანგარიშის პრეზენტაცია ეროვნულ ბანკში
მაკროეკონომიკური ანგარიშის პრეზენტაცია ეროვნულ ბანკშიუკან
მაკროეკონომიკური ანგარიშის პრეზენტაცია ეროვნულ ბანკში

საქართველოს ეროვნულ ბანკში ვიცე პრეზიდენტის ბ-ნ არჩილ მესტვირიშვილის ხელმძღვანელობით შედგა მაკროეკონომიკური ანგარიშის პრეზენტაცია, სადაც განვლილი კვარტლის ინფორმაციის განხილვის გარდა მოეწყო მსჯელობა საბანკო სექტორში ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშრებით ეროვნული ბანკის შესაძლო ქმედებებზე.
ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სტაბილურია და კურსის მერყეობა გამოწვეულია დროებითი საგარეო შოკებით.

სებ-მა აღნიშნა, რომ ივლისის თვის ინფლაციის დონის განსაზღვრის შემდეგ გადაწყდება რომელი მონეტარული ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული და რა დოზით. საბანკო ასოციაციის კითხვაზე, თუ რამდენად არის დამოკიდებული ქვეყნის ვალუტის სტაბილურობა მეზობელი ქვეყნების თურქეთი, რუსეთის ფედერაციის ვალუტების შესაძლო დევალვაციაზე და ხომ არ გამოიწვევს საშემოდგომო მოსალოდნელი ცვლილებები მათ ეროვნულ კურსებში ლარის კურსის შემდგომ გაუარესებას ბ-ნა ა. მესტვირიშვილმა გამოხატა მკაფიო პოზიცია, რომ მსგავსი გავლენები მინიმალურია და კონტროლირებადი.