შეხვედრა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელთან
შეხვედრა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელთან
შეხვედრა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელთანუკან
შეხვედრა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელთან

სასტუმრო რედისონში საქართველოს საბანკო ასოციაციის ეგიდით შედგა შეხვედრა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელთან ბ-ნ ოთარ ძიკაშვილთან. 
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბ-ნი პაპუნა ლეჟავა და ქართული საბანკო სექტორის წარმომადგენლები. 
შეხვედრაზე განიხილა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ანგარიში, მიმდინარე ეტაპზე არსებული მდგომარეობა და 2020 წლიდან დაგეგმილი ღინისძიებები.
საუბარი დაეთმო დაზღვეული დეპოზიტების ზღვრის და განაკვეთების კორექტირების საკითხს. შემუშავებული პროექტი მიეწოდათ ბანკებს პრეზენტაციის სახით და ეცნობათ შესაძლო ცვლილებების ვადები და ეტაპები. 
საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა ითხოვეს გარკვეული პერიოდი ცვლილებების გადასავადებლად ან ზღვრის მაჩვენებლის დასაკორექტირებლად.
დეპოზტირების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა შედგება აგვისტოს თვის ბოლოს, როდესაც გაჟღერდება სიახლეები და მათი შესრულების კონკრეტული ვადები.