2019 წლის 8 აგვისტოს საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით შედგა შეხვედრა კიბერ დანაშაულის,კერძოდ
2019 წლის 8 აგვისტოს საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით შედგა შეხვედრა კიბერ დანაშაულის,კერძოდ
2019 წლის 8 აგვისტოს საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით შედგა შეხვედრა კიბერ დანაშაულის,კერძოდ უკან
2019 წლის 8 აგვისტოს საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით შედგა შეხვედრა კიბერ დანაშაულის,კერძოდ "ფიშინგთან" ბრძოლის ეფექტური მეთოდების დანერგვისთან დაკავშირებით

 

საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით 8 აგვისტოს, 12:00 საათზე,სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია-ში გაიმართა შეხვედრა კიბერ დანაშაულთან,კერძოდ ‘‘ფიშინგის’’ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით.

ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა საქართველოში ავტორიზებული ბანკების სახელით ყალბი კამპანიების ორგანიზება და მათი ვებ-გვერდების გამოყენება ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაუფლების მიზნით.

ასეთ ვებ-გვერდებზე გადასვლისას მომხმარებელს სთავაზობენ ინტერნეტ-ბანკის პაროლისა და სხვა პირადი მონაცამების შეყვანას,რაც საბოლოოდ კიბერთაღლითობის მიზეზი ხდება.სამწუხაროდ,აღნიშნული საკითხი სულ უფრო აქტუალურობას იძენს,ხოლო დაზარალებულ მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

აღნიშნული გარემოებების და არამართლზომიერი ქმედებების აღკვეთის/პრევენციის მიზნით საქართველოს საბანკო ასოციაციამ ორგანიზება გაუწია შეხვედრას,სადაც მოწვეულნი იყვნენ:

  • საქართველოს ეროვნული ბანკი
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • საქართველოს მონაცემთა გაცვლის სააგენტო
  • კომპანიები : მაგთი, სილქნეტი, ბილაინი;
  • საბანკო ასოციაციის წევრი კომერციული ბანკები.      

ღონისძიების მიზანი,ერთობლივ ღონისძიებათა შემუშავება და ფიშინგთან ბრძოლის ეფექტური მეთოდის დანერგვას ემსახურებოდა.