მდგრადი განვითარების კონფერენცია
მდგრადი განვითარების კონფერენცია
მდგრადი განვითარების კონფერენციაუკან
მდგრადი განვითარების კონფერენცია

31 ოქტომბერს საქართველოს საბანკო ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო მდგრადი დაფინანსების კონფერენციაში, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და მდგრად საბანკო ქსელთან (SBN) თანამშრომლობით უმასპინძლა.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ შესაბამისი სამინისტროებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საფინანსო ორგანიზაციების პრეზიდენტები/აღმასრულებელი დირექტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს მდგრადი დაფინანსების წინაშე არსებული გამოწვევები, ისაუბრეს გზამკვლევისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების გასაჯაროებისა და გამჭვირვალობის თემებს.  მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ფინანსური ზედამხედველობის და რეგულატორული ინიციატივების მნიშვნელობას მდგრადი დაფინანსების განვითარებისთვის.