2019 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს საბანკო ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ მოწყობილ შეხვედრა - სემინარში, სადაც განიხილეს საბანკო სექტორში არსებული ვითარება 2019 წელს შემოღებული რეგულაციებიდან გამომდინარე.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და ბერლინ ეკონომიქსის წარმომადგენლებმა გაკეთებულ პრეზენტაციაში დეტალურად გაშალეს სისტემის რისკის შემცველი საკითხები და კითხვა - პასუხის რეჟიმში განმარტეს რეგულაციის ნეგატიური და პოზიტიური მოლოდინები.