2019 წლის 5 დეკემბერს საქართველოს საბანკო ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწყობილ პრეზენტაციაში, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სისტემის განვითარების სტრატეგია 2020-2023 წლებში.
სტრატეგია დამუშავდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.