
HR კომიტეტი
HR კომიტეტის მიზანია სექტორში ადამიანების პროფესიული განვითარების და ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა

იურიდიული კომიტეტი
საბანკო ასოციაციის ფარგლებში მოქმედი იურიდიული კომიტეტის მიზანია საბანკო სექტორის ინტერესების დაცვა კანონებისა და რეგულაციების შემუშავებისას

ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კომიტეტი
ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კომიტეტის (AML) მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში უმაღლესი სტანდარტებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.

ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადახდო პოლიტიკის კომიტეტი
კომიტეტის მიზანია აღრიცხვა-ანგარიშგების და აუდიტის საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტანდარტების შემმუშავებელი ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობა, რომლებიც დაკავშირებულია საბანკო საქმიანობასთან.

ღია ბანკინგის კომიტეტი
ღია ბანკინგის კომიტეტის მიზანია საქართველოში ღია ბანკინგის პროექტის განხორციელების ზედამხედველობა, ერთიანი სტანდარტების შემუშავება და ამოცანების განსაზღვრა, პროექტის ამოცანების რეალიზაციის უზრუნველყოფა

PR კომიტეტი
PR კომიტეტის მიზანია საბანკო სისტემის შესახებ ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და სექტორის ერთობლივი კომუნიკაციის განხორციელება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტი
ასოციაციის წევრი ბანკების რეკომენდაციით საქართველოს საბანკო ასოციაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტი შეიქმნა.
