საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაციაუკან
ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადახდო პოლიტიკის კომიტეტი

საბუღალტრო კომიტეტი

 

საბუღალტრო კომიტეტი უზრუნველყოფს წინადადებებისა და მასალების შემუშავებას საბუღალტრო აღრიცხვის და აუდიტის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან და საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით. ასევე, იმ სამართლებრივ-ნორმატიული დოკუმენტების პაკეტების დამუშავებას, რომელიც ინიცირებულია საკანონმდებლო, მარეგულირებელი და ამ დარგით დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ. ამზადებს საკუთარი შენიშვნებს და რეკომენდაციებს, მონაწილეობს სრულუფლებიანი სათათბირო ხმით ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ ფორუმებზე, კომისიებში, კომიტეტებზე.
კომიტეტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს გადაწყვეტილებების შემუშავება რთულ მეთოდოლოგიურ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ბაზრის პროფესიონალი მონაწილეების მიერ აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვასთან. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საბუღალტრო კომიტეტის მიზანია დარგობრივი სტანდარტების შემუშავებაში სებ-ის ხელშეწყობა და კონსულტირება.

კომიტეტის საქმიანობა მიმართულია ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის პრაქტიკულ იმპლემენტაციასთან, ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით თანამედროვე მიგნებების, კვლევების ინიცირებასთან და რეკომენდაციებად ქცევასთან დაკავშირებით.

საბუღალტრო კომიტეტი დაინტერესებულია ბუღალტრული აღრიცხვის საიმედო და მაღალკვალიფიციური სტანდარტების დანერგვაში და საბანკო და საფინანსო ინდუსტრიისთვის გამჭვირვალე მიდგომების ფორმირებაში. კომიტეტი ხელს უწყობს ბანკების ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობას და შესადარისობას, რითაც აძლიერებს საბაზრო დისციპლინას.

კომიტეტი ასევე ემსახურება გონიერი აუდიტორული პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას, რომელიც მაღალკვალფიციური კორპორატიული და სრულყოფილი აუდიტორული ანგარიშგების პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს.

კომიტეტის მიზანია აღრიცხვა-ანგარიშგების და აუდიტის საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტანდარტების შემმუშავებელი ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობა, რომლებიც დაკავშირებულია საბანკო საქმიანობასთან.

კომიტეტს შეაქვს საკუთარი წვლილი მოსაზრებების, შენიშვნების და რეკომენდაციების ფორმირებისა და პრეზენტაციის გზით, რომლებიც საზოგადოებრივი განხილვის სახით მიეწოდება დაინტერესებულ პირებს და ქვეყნდება ასოციაციის საინფორმაციო პორტალებზე. კომიტეტი არ აგებს პასუხს შემუშავებული და დამტკიცებული რეგულაციების მიმართულებით, ის მხოლოდ  მეთოდოლოგიების შემუშავებითაა დაკავებულია, რომელიც ბანკებში არსებული პრაქტიკების დაახლოებასთან და შეჯერებასთან არის დაკავშირებული.

საბუღალტრო კომიტეტის წევრები არიან:

დავით კუტალაძე - სს თიბისი ბანკი

ნინო მიშველია  - სს საქართველოს ბანკი

მაია კახეთელაძე - სს ლიბერთი ბანკი

გულო კილაძე  - სს ბაზის ბანკი

მამუკა ჯიჯავაძე  - სს ვითიბი ბანკი კომიტეტის თავჯდომარე

მარგარიტა სვანიძე - სს პაშა ბანკი საქართველო

ბაჩანა ძაგანია  - სს ბანკი ქართუ

ლევან დვალიძე - სს პროკრედიტ ბანკი

ნანა ჩიკვაიძე - სს პროკრედიტ ბანკი

ნათია მერაბიშვილo - სს სილქ როუდ ბანკი

ნინო ბოჭორიშვილი - სს ტერა ბანკი 

გულნარა მარშანივილი - სს ხალიკ ბანკი საქართველო 

შორენა ლობჟანიძე - სს ფინკა ბანკი                                

დავით ნაცვალაძე - სს კრედო ბანკი