ვუერთდებით საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას და საბანკო ასოციაციის სახელით კიდევ აღვნიშნავთ, რომ
- მიმდინარე დღეებში სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს.
- საქართველოში არსებული კომერციული ბანკები განუხრელად მოქმედებენ საერთაშორისო რეზულიციებით განსაზღვრული სტანდარტების და სანქციების შესაბამისად.
- საბანკო სექტორი ქვეყნის ლიდერი სექტორია, წლების მანძილზე, მისი სიძლიერის და მდგრადობის ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ საერთაშორისო ნორმების, პრაქტიკებსა და სტანდარტების განუხრელი დაცვაა.
- დღეს, როდესაც მთელი საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს დემოკრატიული ღირებულებებისთვის მათ სამართლიან ბრძოლას, მნიშვნელოვანია ხელი შევუშალოთ დეზინფორმაციასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.