ფაქტორინგის განვითარების მნიშვნელობა
ფაქტორინგის განვითარების მნიშვნელობა
ფაქტორინგის განვითარების მნიშვნელობაუკან
ფაქტორინგის განვითარების მნიშვნელობა

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და საქართველოს საბანკო ასოციაციის თანაორგანიზებით 21 მარტს ბიზნესმენთა გაფართოვებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ფაქტორინგის განვითარების მნიშვნელობას მიეძღვნა.

შეხვედრაში მონაწილეობა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა, კომერციულმა ბანკებმა, რითეილ ასოციაციის წევრებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღეს.

დისტრიბუტორთა ასოციაციამ დამატებითი მოკლევადიანი დაფინანსების შესაძლებლობების გაჩენის და კონსიგნაციის ფაქტორინგით ჩანაცვლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ეს საჭიროება, განსაკუთრებით, მიმდინარე ეკონომიკური პროცესების და ინფლაციის ფონზე აღინიშნა.

საბანკო ასოციაციამ ფაქტორინგის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესისთვის ახალი დაფინანსების შესაძლებლობების შექმნის კუთხით აღნიშნა.

კომერციულმა ბანკებმა შეხვედრის მონაწილეებს ფაქტორინგის პროდუქტი და მომსახურების პირობები გააცნეს. განმარტეს პროდუქტის უპირატესობები დაფინანსების სხვა ფორმებთან შედარებით.

რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ფაქტორინგთან დაკავშირებული მათი გამოწვევები გაუზიარეს.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე და ფაქტორინგის ბაზარზე არა მხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ ახალი მოთამაშეების შემოსვლის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე აქტიური დისკუსია გაიმართა, ყველა მხარეს საკუთარი პოზიციის გაზიარების შესაძლებლობა მიეცა.