საქართველოს საბანკო ასოციაციამ და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამამ დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას.
საქართველოს საბანკო ასოციაციამ და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამამ დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას.
საქართველოს საბანკო ასოციაციამ და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამამ დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას.უკან
საქართველოს საბანკო ასოციაციამ და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამამ დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას.

ხელშეკრულების მიზანია საბანკო ასოციაციაში საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის შექმნა და პილოტირება.

გრანტი გაიცემა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის.

პროგრამის მისიაა ადამიანური კაპიტალის განვითარება ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებისთვის. დასაქმების ბაზარზე ხშირია დისბალანსი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. დამსაქმებლების მიერ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების და კვალიფიკაციების მიწოდება არ ხდება საკმარისი რაოდენობით და ხარისხით.

საქართველოს საბანკო ასოციაცია, საფინანსო ინსტიტუტების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით, შექმნის სექტორის უნარების განვითარების პლატფორმას, რომელიც პოტენციურ და არსებულ კადრებს მოთხოვნად უნარებში გადაამზადებს.

პილოტის ფარგლებში შესაძლოა განხორციელდეს ისეთი მნიშვნელოვანი სასწავლო პროგრამები როგორებიცაა კიბერსუაფრთხოება, IT დეველოპმენტი, მონაცემთა ანალიტიკა და/ან სხვა.