სამუშაო შეხვედრა თანამშრომელთა ჩართულობაზე
სამუშაო შეხვედრა თანამშრომელთა ჩართულობაზე
სამუშაო შეხვედრა თანამშრომელთა ჩართულობაზეუკან
სამუშაო შეხვედრა თანამშრომელთა ჩართულობაზე

დღეს საქართველოს საბანკო ასოციაციამ და ლეო ინსტუტმა ერთობლივი ვორქშოპი გამართეს თემაზე „რა შეგვიძლია გავაკეთოთ თანამშრომელთა მაღალი ჩართულობის და ერთად მუშაობის კულტურის შესაქმნელად“. ვორქშოპში მონაწილეობდნენ კომერციული ბანკების ადამიანურ რესურსების და მენეჯმენტის სხვა მიმართულებების წარმომადგენლები.

 

Gallup-ის კვლევის მიხედვით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება, თანამშრომლების 85%-ს არ უყვარს თავისი სამსახური. ამერიკის შეერთებულ შტატებში თანამშრომელთა დიდი რაოდენობა ტოვებს სამსახურს. პანდემიის შემდეგ იგივე ტენდენციაა შეიმჩნევა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც. ამ გამოწვევასთან ერთად ახალი თანამშრომლის აყვანაც რთული პროცესია.

 

„რომ შევაჯამოთ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გაცილებით უფრო ბედნიერი და წარმატებული სამსახურში“ - ამბობს ლეო ინსტიტუტის გენერალური დირექტორი გიორგი ბურჭულაძე.  

 

საბანკო სექტორს დიდი ხანია დაწყებული აქვს მუშაობა ამ მიმართულებით. ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი და ამავდროულად ადამიანთა ჩართულობის და განვითარების კუთხით უპირობო, ინოვაციური ლიდერია.

 

„დღეს,მსოფლიოში რადიკალურადაა შეცვლილი დასაქმების ტენდენციები, ახალ თაობას კი ყველა სხვა თაობისგან განსხვავებული მოტივატორები და მისწრაფებები აქვს. ეს გლობალური ტენდენცია საქართველოშიც თვალსაჩინოა, ჩვენ გვსურს უკვე დღეს ვიმუშავოთ გამოწვევებზე, და ისეთი სისტემები შევქმნათ რომლებიც ახალ რეალობას მოერგება“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

 

საქართველოს საბანკო ასოციაცია უერთდება ლეო ინსტიტუტის მოძრაობას ქვეყანაში თანამშრომელთა ჩართულობის გასაზრდელად. ლეო ინსტიტუტს აქვს საერთაშორისო გამოცდილება, იცნობს ქართულ კულტურას და წლებია ეხმარება კომპანიებს ერთად მუშობის კულტურის შექმნასა და თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდაში.