ასოციაციის მმართველობის უმაღლესი ორგანო წევრთა საერთო კრებაა, რომელსაც 14 კომერციული ბანკის და 1 მიკრობანკის გენერალური დირექტორი წარმოადგენს. საქართველოს საბანკო ასოციაცია არაკომერციული იურიდიული პირია. ასოციაცია 2018 წლის 20 აგვისტოს დაფუძნდა ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობას პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.

2018 წლის ოქტომბერში წევრთა საერთო კრებამ ასოციაციის პრეზიდენტად ალექსანდრე ძნელაძე აირჩია.
ასოციაციის აღმასრულებელ გუნდს ოთხი დირექტორი წარმოადგენს - აღმასრულებელი, ანალიტიკური, კომუნიკაციების და ღია ბანკინგის პროექტის დირექტორები.
ასოციაციაში გაწევრიანების წესი - საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა საბანკო საქმიანობას, ფლობს შესაბამის ლიცენზიას და იზიარებს ასოციაციის ფასეულობებს და მიზნებს.
ალექსანდრე ძნელაძე
ასოციაციის პრეზიდენტი
ალექსანდრე ძნელაძე
ასოციაციის პრეზიდენტი
ალექსანდრე ძნელაძე საბანკო ასოციაციას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. მას საბანკო სექტორში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ასოციაციის პრეზიდენტად არჩევამდე, იგი ოთხი წლის მანძილზე სილქროუდ ბანკის გენერალური დირექტორი (2014-2018), ხოლო მანამდე, სხვადასხვა პერიოდში, ამავე ბანკის კორპორატიული დაკრედიტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კომერციული დირექტორი იყო. მრავალწლიანი საბანკო კარიერის მანძილზე, იგი საკრედიტო და საინვესტიციო მიმართულებებს საქართველოს ბანკსა და ინტელექტბანკშიც ხელმძღვანელობდა.
ალესანდრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრია საბანკო და საფინანსო საქმეში.

გიორგი ბაგრატიონი
აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი ბაგრატიონი
აღმასრულებელი დირექტორი
გიორგი საბანკო ასოციაციას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 2018 წლიდან მოღვაწეობს. მას საბანკო ასოციაციაში მუშაობის უნიკალური, 22 წლიანი გამოცდილება აქვს. საბანკო ასოციაციაში მუშაობას გიორგი 2002 წლიდან შეუდგა, სხვადასხვა დროს ასოციაციის პროექტების მენეჯერი (2002-2012) და გენერალური მდივანი (2002-2018) იყო. წლების განმავლობაში გიორგის ჩამოუყალიბდა ფასდაუდებელი თანამშრომლობის უნარები საბანკო სექტორის, სახელმწიფო მმართველობის, უცხოური საფინანსო წრეების და ინსტიტუციონალური ინვესტორების წარმომადგენლებთან და მმართველ წრეებთან. წლების მანძილზე გიორგი გაერთიანებული კლირინგ ცენტრის დირექტორის მრჩეველის ფუნქციასაც ასრულებდა. 2019 წლიდან არის სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს” სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.
გიორგი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრია კომპიუტერულ ინჟინერიაში.

დავით რუსია
ანალიტიკური დირექტორი

დავით რუსია
ანალიტიკური დირექტორი
დავითი საბანკო ასოციაციის გუნდს 2018 წლის დეკემბრიდან შემოუერთდა. მას საბანკო-საფინანსო სფეროში მოღვაწეობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. 1999 წლიდან იგი მოღვაწეობდა ს/ს “თბილკომბანკში” და ს/ს “საქართველოს ბანკში” გრძელვადიანი საკრედიტო რისკების ანალიტიკოსად და უძრავი ქონების დაფინანსების პროგრამის დანერგვის ჯგუფის უფროსად. იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ქვეკონტრაქტორი კომპანია “Shorebank Advisory Services” საკრედიტო მრჩეველი უძრავი ქონების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
სხვადასხვა დროს იყოს “რესპუბლიკა ბანკის” საკრედიტო დირექტორის მოადგილე (ბექ ოფისი), ქართუ ბანკის SME დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსი და საკრედიტო დირექტორის მოადგილე (კორპორატიული დაფიასება), ს/ს “ხალიკ ბანკი საქართველოს” კორპორატიული დაკრედიტების დეპარტამენტის, ხოლო შემდეგ საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ს/ს “კავკასიის განვითარების ბანკის” გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. დავით ასევე მუშაბდა ს/ს “გუდვილის” ფინანსურ დირექტორად და წისქვლკომბინატ “პროგრესის” რეაბილიტაციის მმართლველად. დავითი პარალელურად სსიპ “დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს” სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრია.
დავითი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბანკო საქმის მაგისტრია. პერიოდულად კითხულობს ლექციებს საქართველოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებში, არის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოქტორანტი საბანკო საქმის მიმართულებით.

მიხეილ კაპანაძე
ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი

მიხეილ კაპანაძე
ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი
მიხეილ კაპანაძე საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორია და ხელმძღვანელობს როგორც ღია ბანკინგის სტანდარტის შემუშავებას, ისე მის პრაქტიკულ დანერგვას ქვეყანაში. იგი „ელექტრონული დოკუმენტის და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის და კანონქვემდებარე აქტების თანაავტორია. შეტანილი აქვს წვლილი ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარებაში, უპირატესად პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და ელექტრონული ხელმოწერის განვითარების, დანერგვისა და გავრცელების საკითხებში.
მიხეილი დღემდე მუშაობს არქიტექტორის როლში ინფორმაციული ტექნოლოგიების მსხვილ პროექტებზე. 1997 წლიდან მოყოლებული, ის მუშაობდა როგორც საბანკო სფეროში, ისე საჯარო სექტორსა და სხვა სფეროებში, ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, როგორც პროგრამისტი, არქიტექტორი და ხელმძღვანელი. მიხეილს ასევე უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგიური მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს: სხვადასხვა დროს იგი ასწავლიდა პროგრამირებას და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიას.
მიხეილს განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1998 წელს მიიღო ინფორმატიკის ბაკალავრის, ხოლო 2000 წელს - კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

სალომე მაკარიძე
პროექტის დირექტორი, კომუნიკაციები

სალომე მაკარიძე
პროექტის დირექტორი, კომუნიკაციები
სალომე მაკარიძე საბანკო ასოციაციას 2021 წლიდან შემოუერთდა. იგი ასოციაციაში კომუნიკაციების მიმართულებას ხელმძღვანელობს. იგი აგრეთვე ასოციაციაში არსებული სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის პროექტის მენეჯერია. სალომეს 12 წლიანი საბანკო გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ბანკში, პროკრედიტსა და ბანკ რესპუბლიკაში და ხელმძღვანელობდა პროდუქტების განვითარების, სტრატეგიული მარკეტინგის, მომხმარებელთა მომსახურების, ბიზნეს ანალიტიკის დეპარტამენტებს. საბანკო მოღვაწეობის შემდეგ, იგი პარტნიორებთან ერთად, მენეჯმენტ საკონსულტაციო და ტრენინგ მიმართულებით მოღვაწეობდა და არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიასთან აქვს განხორციელებული საკონსულტაციო და ტრენინგ პროექტები.
სალომე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და მაგისტრია. მას აგრეთვე მიღებული აქვს განათლება ბოხუმის რურის უნივერსიტეტში, გერმანია.

ინგა ქარჩავა
ღია ბანკინგის საბანკო ანალიტიკოსი

ინგა ქარჩავა
ღია ბანკინგის საბანკო ანალიტიკოსი
ინგა ქარჩავა საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის საბანკო ანალიტიკოსია და სტანდარტიზაციის პროცესს ხელმძღვანელობს. იგი, ასოციაციაში ასევე კიბერუსაფრთხოების საკითხებს კურირებს.
ინგას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების და საგადახდო სისტემების მიმართულებით. იგი, ამჟამად, საბანკო ასოციაციაში მოღვაწეობის პარალელურად შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო უსაფრთხოების ოფიცრის ფუნქციასაც ასრულებს. მანამდე წლების მანძილზე მუშაობდა წამყვან პოზიციებზე საგადახდო სისტემების ისეთ პროვაიდერებთან როგორიცაა ჯორჯიან ქარდი, სადაც სხვადასხვა დროს იყო საოპერაციო დირექტორი, რისკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, IT უსაფრთხოების უფროსი ოფიცერი; აგრეთვე იყო დაირექთ დებით ჯორჯიას საოპერაციო დირექტორი. ოპერაციების მიმართულებით მუშაობდა თიბისი, HSBC და საქართველოს ბანკში.
ინგა ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის საჯარო მართვის მაგისტრია.

იოსებ ქურდაძე
იურისტი

იოსებ ქურდაძე
იურისტი
იოსები საბანკო ასოციაციაში 2019 წლიდან ხელმძღვანელობს იურიდიულ მიმართულებას. იგი სხვადასხვა წლებში, კომერციულ ბანკებში უძღვებოდა იურიდიულ მიმართულებებს. ლიბერთი ბანკში ხელმძღვანელობდა საბანკო მხარდაჭერის განყოფილებას (2018-2019), საქართველოს ბანკში იყო იურიდული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, არასაბანკო ხელშეკრულებების ჯგუფის უფროსი, და მანამდე ამავე ჯგუფის იურისტი (2012-2018). საბანკო მოღვაწეობამდე, 6 წლის მანძილზე, 2005-2011 წლებში მუშაობდა თბილისის მერიაში სხვადასხვა წამყვან იურიდიულ პოზიციებზე.
იოსებს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცონეობის სპეციალობა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალმცოდნე - დიპლომირებული სპეციალისტი - 2001 - 2006 წლები.
იოსები პროფესიონალია, რომელიც უმაღლესი ხარისხის, შედეგზე ორიენტირებულ იურიდიულ მომსახურებას უწევს ასოციაციას საერთო მიზნების მისაღწევად

ლევან გოგოლაძე
ESG/მდგრადი დაფინანსების კოორდინატორი

ლევან გოგოლაძე
ESG/მდგრადი დაფინანსების კოორდინატორი
ლევანი ასოციაციაში გარემოს, სოციალური, მმართველობითი და მდგრადი დაფინანსების (ESG) კოორდინატორის პოზიციას იკავებს. ის საბანკო ასოციაციას 2022 წელს შემოუერთდა და მას შემდეგ მდგრადი დაფინანსების და ასევე უნარების განვითარების მიმართულებით არსებულ პროექტებშია ჩართული.
მიმდინარე საქმიანობამდე ლევანი 10 წლის განმავლობაში დაკავებული იყო ბიზნეს საკონსულტაციო საქმიანობით. ასევე, ლევანს საბანკო სექტორში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი პრაქტიკის ძირითადი მიმართულებები იყო დაკრედიტება, რისკის მართვა, ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება. ლევანი მომხმარებელთა დაცვისა და ფინანსური განათლების სახელმძღვანელოს ავტორია.
ლევანს მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი კავკასიის ბიზნეს სკოლაში. მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდგომ, ლევანმა ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკ რობინსონის ბიზნეს სკოლაში (ატლანტა) ფინანსების გაძლიერებული სასწავლო პროგრამა გაიარა. იგი რისკის მართვის პროფესიონალთა გლობალური ასოციაციის (GARP) საერთაშორისო სერთიფიკატს ფლობს და ასევე გააჩნია კორპორატიული მართვის ინსტიტუტის (დიდი ბრიტანეთი) დიპლომი გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებში.

ნანა კოსტავა
ადმინისტრაციული მენეჯერი

ნანა კოსტავა
ადმინისტრაციული მენეჯერი
ნანა საბანკო ასოციაციას 2021 წლის ნოემბრიდან შეუერთდა, იგი ასოციაციის ადმინისტრაციულ მიმართულებებს ხელმძღვანელობს. ნანას სამუშაო გამოცდილება მოიცავს მარკეტინგის, გაყიდვების, სტუმართმოყვარეობის და ტურისტულ მიმართულებებს. უკანასკნელი 10 წელი ნანუკა სასტუმრო მარიოტში მუშაობდა სხვადასხვა მიმართულებებით - მომხმარებლებთან ურთიერთობა, გაყიდვები, მარკეტინგული კვლევები, სტრატეგიული მარკეტინგის და ხარისხის მართვის მიმართულებით.
ნანამ შეისწავლა გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულება ევროპორტის ბიზნეს სკოლაში როტერდამი, ნიდერლანდები. იგი აგრეთვე ფლობს თიბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს უცხოე ენებში.

ანი დაუთაშვილი
მარკეტინგის კომუნიკაციების სპეციალისტი

ანი დაუთაშვილი
მარკეტინგის კომუნიკაციების სპეციალისტი
ანი, ასოციაციის გუნდს 2021 წელს შემოუერთდა, მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებაში და ასოციაციის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელია. ანის დამთავრებული აქვს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტი, ბიზნეს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ბაკალავრის ფაკულტეტი. მან აგრეთვე წარმატებით გაიარა ციფრული მარკეტინგის კურსი ინდუსტრიის აკადემიაში, კონტენტ კრეატორის კურსი დიზაინ ინსტიტუტში და ასევე ქოფირაითინგის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში. საბანკო ასოციაციაში მუშაობის დაწყებამდე ანის გავლილი აქვს სტაჟირება ლიბერთი ბანკში, პარალელურად კი ჩართულია სხვადასხვა კომპანიების სოციალური მედიის მენჯემნეტში.
ანი ახორციელებს მედია რეპორტინგს, ღონისძიებების დაგეგმვას, ჩართულია ონლაინ კომუნიკაციაში და აგრეთვე სხვა საკომუნიკაციო აქტივობებში.

მანუჩარ მამეიშვილი
კომუნიკაციების მენეჯერი

მანუჩარ მამეიშვილი
კომუნიკაციების მენეჯერი
.
გიორგი შეყლაშვილი
ღია ბანკინგის პროექტის პროგრამული არქიტექტორი და ტექნიკური ანალიტიკოსი
გიორგი შეყლაშვილი
ღია ბანკინგის პროექტის პროგრამული არქიტექტორი და ტექნიკური ანალიტიკოსი
გიორგი საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის გუნდს 2023 წელს შემოუერთდა, იგი პროექტის პროგრამული არქიტექტორი და ტექნიკური ანალიტიკოსია.
გიორგის სამუშაო გამოცდილება იწყება 2018 წლიდან. იგი მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად ესტონურ კომპანიებში. ასევე იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების კვლევის პროექტის მთავარი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი ფინურ კომპანიაში.
გიორგი ესტონეთის University of Tartu-ს პროგრამული ინჟინერიის მაგისტრია.