მთავარი
პროექტები
USAID-ის პროექტი: უნარების განვითარების პლატფორმა
საქართველოს საბანკო ასოციაციამ და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამამ დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას.
ხელშეკრულების მიზანია საბანკო ასოციაციაში საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის შექმნა და პილოტირება.
გრანტი გაიცა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის. პროგრამის მისიაა ადამიანური კაპიტალის განვითარება ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებისთვის.
საქართველოს საბანკო ასოციაციამ, საფინანსო ინსტიტუტების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით, შექმნა სექტორის უნარების განვითარების პლატფორმა, რომელიც პოტენციურ და არსებულ კადრებს მოთხოვნად უნარებში გადაამზადებს.
პილოტის ფარგლებში ასევე შესაძლოა განხორციელდეს ისეთი მნიშვნელოვანი სასწავლო პროგრამები როგორებიცაა კიბერსუაფრთხოება, IT დეველოპმენტი, მონაცემთა ანალიტიკა და/ან სხვა.
